Friday, December 9, 2011

ჩვენ გვიყვარს უსახელო!

Boloos  Arr  Sheimchniioot :D  Simgeraa Agar eYooo )) :DD
Imediaa Soso Tsertsvadze Dakmayopildebaa :P

Friday, November 25, 2011

ამ ბავშვებს ყველაზე ძაან უყვართ უსახელო და ამას ამტკიცებენ კიდეც !! (რა თქმა უნდა, ეს სრული შემადგენლობა არაა )

Thursday, November 24, 2011

სოფელი უსახელო





სოფელი უსახელო მდებარეობს მდინარე ფრონეს (ყვირილის აუზში), ქალაქ ჭიათურის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება წასრი, სამხრეთით – ნიგოზეთის თემის სოფლები: ზედა ბერეთისა და ქვედა ბერეთისა, მდ. რკვიანასა და დუმალას წყალგამყოფი სერი, დასავლეთით საზღვარი გადის მდინარე ფრონეს ხეობაზე, ესაზღვრება სოფლები: გუნდაეთი, ნიგოზეთი და წყალშავი. აღმოსავლეთით ესაზღვრება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლები: ჯალაურთა, შომახეთი, აგრეთვე მდინარე რკვიანას ხეობა. სოფელ უსახელოს ყველაზე დაბალი ადგილია მდ. ძარღვენაულის ხეობა, სოფ. უსახელოს ჩრდილოეთ-დასავლეთით 680 მეტრი ზ.დ. მაქსიმალური აღ-დგილია, მდ. რკვიანსა და დუმალას წყალგამყოფი სერი 830 მ.ზ.დ. სოფელი უსახელო ჩრდილოეთი-დან სამხრეთისაკენ ვრცელდება საშუალოდ 5-6 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 2-3 კმ-ზე.
სოფელი უსახელო შედის ნიგოზეთის თემში, მანძილი ნიგოზეთის თემის ცენტრამდე 4 კმ-ია, უსა-ხელოში დღეისათვის ცხოვრობს 596 კომლი, 1596 სულით, უსახელოს მოსახლეობა ბოლო 40 წლის განმავლობაში გაიზარდა 187 მაცხოვრებლით, 1970 წელს ცხოვრობდა 1409 მაცხოვრებელი, 1980 წელს 1460, 1989 წელს 1470, 1999 წელს 595 კომლი, 1633 მაცხოვრებელი. 2002 წლის აღწერის მო-ნაცემებით კი 1561 მაცხოვრებელი იყო. გავრცელებული გვარებია: პაპიძე, ცერცვაძე, სამხარაძე, ტეფნაძე, კუსიანი, წერეთელი.
სოფელი მოიცავს ორ ნაწილად გაყოფილ უბანს რომელსაც ზედა და ქვედა უსახელო ქვია, სო-ფელში არის ორი ეკლესია, მათ შორის აღსანიშნავია უსახელოს მთავარანგელოზის ეკლესია. ერთნა-ვიანი ბაზილიკა, დღეს იგი ნანგრევად არის ქცეული: შენახულია მარტო აღმოსავლეთის ნახევარი (თაღითვე) და სამხრეთის კედელი. ამ დარჩენილ ნაწილსაც გარეთი პირი (პერანგი) შემოცლილი აქვს (იგი ახალი ეკლესიისათვის გამოუყენებიათ). ეკლესია მოხატული ყოფილა, მხატვრობა ძლიერ დაზია-ნებულია, ცოტად თუ ბევრად კარგად მოჩანს მარტო საკურთხევლის ნაწილში (მღვდელმთავრები). საკურთხევლის კონქში დახატულია მაცხოვარი(?) მოჩანს მარტო მუხლების ქვედა ნაწილი. აქვე ქვედა რიგში _ მღვდელმთავრები, ნაწილობრივ დაზიანებული. სარკმლის მარჯვნივ: ანუ: იოანე ოქ-როპირი. ოქროპირის მარჯვნივ _,, ღმრთისმეტყველი მას გრაგნილზე უწერია ანუ ზიართა მათ. შემ-დეგ, მარჯვნივ _ მღვდელმთავარი ნახევრადღა ჩანს წელიდან. სარკმლის მარცხნივ _ …,,ბასილი. შემდეგ ორი მღვდელმთავარი დაზიანებულია. სარკმელში ჩრდილოეთით ,,მიქაელი”. სამხრეთით …გაბ-რიელი სარკმლის ძირს დახატულია ტარიგი (მაცხოვარი გულაღმა მდებარე ფეშხუმზე. მეორე ეკლე-სია რომელიც ქვედა უსახელოს ტერიტორიაზე მდებარეობს წერეთლების უბანში ,,გორიჯვრის” წმინ-და გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც ძლიერ არის დანგრეული, მის ჩრდილოეთით 100 მეტრში რამდენიმე წელის წინ აგებული იქნა მცირე ბაზილიკური ტიპის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.
სოფელში კარგად არის განვითარებული მებოსტნეობა, მოჰყავთ რამდენიმე სახეობის ბოსტნეული, მათ შორის აღსანიშნავია პრასი (Aლლიუმ პორრუმ) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე შროშა-ნისებრთა ოჯახისა. მის სამშობლოდ ითვლება ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები. გავრცელებულია დასავ-ლეთ ევროპაში, ამიერკავკასიაში. მოჰყავთ როგორც ორწლოვანი კულტურა. პირველ წელს ივითა-რებს გამსხვილებულ ცრუ ღეროსა და ფოთოლს, მეორე წელს - საყვავილე ისარსა და თესლს. ფო-თოლი გრძელია, ვიწრო, ლანცეტისებრი. ბოლქვი პატარაა, შედგება თეთრი თხელხორციანი ქერქლე-ბისაგან. ცრუ ღერო შეიცავს ნახშირწყლებს, ცილას, ჩ ვიტამინს, ფოთოლი - ჩ, B1, B2, PP ვიტამი-ნებს და კაროტინს. პრასი ყინვაგამძლეა, მრავლდება თესლით და ჩითილით. იყენებენ კულინარიაში ნედლად, მოხარშულს, დამჟავებულს. მოსავლიანობა 1 ჰა-ზე საშუალოდ 250 ც. საქართველოში გავრცელებული ჯიშებია კარანტანული, ბულგარული, ქუთაისური.
სოფლის მოსახლეობა მისდევს მესიმინდეობას და მეცხოველეობას, სოფლის მიმდებარე ტერიტორი-აზე გაედინებიან მდინარეები: რკვიანი, საწკრიალოსღელე, ჯარღვენაულისღელე. სოფელი ხასიათდება ზემო იმერეთის მთიანი ზონისათვის დამახასიათე ბელი კლიმატით.